მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერიამ ახალი კორპუსების ასაშენებლად, 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

6391b55b7c9e0
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.22 14:07
721
ბათუმის მერიამ ახალი სოციალური საცხოვრისის ასაშენებლად, ასევე ქალაქში არსებული ავარიული ნაგებობების დემონტაჟისთვის 78.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი სულ 5 ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

“ქ. ბათუმში, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფარგლებში, ე.წ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა (2 ერთეული სახლის) და ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია ფარგლებში, 26 მაისის 13-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, კახაბრის ქ.№30-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა, ს.ხიმშიაშვილის ქ.№94-96-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ახალი სახლის მშენებლობა (2022-2026 წწ სახსრებით),”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას, რომელიც გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, 2015 წლის შემდეგ შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, მათ შორის ერთი პროექტის ღირებულება მაინც უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს.

“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი წლების განმავლობაში (2015 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ( საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ "გასაღება ქვეშ" (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა), რომლებიც მიღებულია ექსპლუატაციაში) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ოდენობით,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები