მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს მოგება გაეზარდა

ბათუმის ტერმინალი

„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, რომელიც ბათუმის პორტში  საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვას  და  საბორნე მომსახურებას ახორციელებს, შემოსავლები და მოგება გაეზარდა.

2022 წელს კომპანიამ წარმოებული ოპერაციებიდან 42.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 7.9 მილიონით მეტი 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საოპერაციო მოგებამ 26,5 მლნ ლარი შეადგინა; წლის სრული შემოსავალი 20.5 მლნ ლარი იყო, 2021 წელთან შედარებით ზრდა 7.1 მლნ ლარია.

შემოსავლების სტრუქტურა

  • კონტეინერის ჩატვირთვის ღირებულება   25.79 მლნ  ლარი
  • ამონაგები სასაწყობე მომსახურებიდან 13.04 მლნ ლარი
  • ბორანთან დაკავშირებული მომსახურება   3.73 მლნ ლარი

კომპანია ბათუმის პორტში იჯარით ფლობს , მე-4, მე-5 და მე-6 ნავმისადგომს.

„2022 წელს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარმა სიტუაციამ გარკვეულწილად იმოქმედა კომპანიის ტვირთბრუნვის შემცირებაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული შემცირება დააკომპენსირა სხვა მიმართულებებიდან გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, რის შედეგადაც 2022 წლის ტვირთბრუნვა 2021 წელთან შედარებით გაიზარდა 20%-ით, თუმცა ტვირთბრუნვისა და შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯვითი ნაწილი, რაც მეტწილად დაკავშირებული იყო საწვავის ფასების ზრდასთან, მაღალ ინფლაციასთან და გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ზრდასთან“, - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები