მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სასტუმროების გარდა, რუსი ტურისტების წილი 2%-3%-ს არ აღემატება - კოკაია

64ad5f49c37bf
თელარა გელანტია
15.07.23 23:00
2501
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მეორე კვარტალში საერთაშორისო ტურისტების სტატისტიკას, სავარაუდოდ, 15 ივლისის შემდეგ გამოაქვეყნებს, მაგრამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები BMG-სთან ყვებიან, რომ მარტ-აპრილ-მაისის შედეგებით კმაყოფილები არ არიან.

მათ შორისაა ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია. „არც მარტის, არც აპრილის, არც მაისის შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, უფრო - პირიქით“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მეორე კვარტალში ტურისტების ნაკადის შეფასებისას. აღსანიშნია, რომ „ინნ ჯგუფის“ საკუთრებაშია 7 სასტუმრო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის - დედაქალაქში.

სასტუმროების მფლობელი ამბობს, რომ გასულ თვეებში „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებს ვიზიტორები, ძირითადად, არაბული ქვეყნებიდან ჰყავდა და ასევე, ზრდის ტენდენციაა უზბეკეთიდან და ჩინეთიდან.

რაც შეეხება რუსი ვიზიტორების წილს საქართველოს ტურიზმში, პაატა კოკაიას თქმით, მათი უმრავლესობა უფრო მიგრანტების კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდრე - ტურისტს.

„რუსები უფრო ბევრნი იყვნენ, ახლა - არა. ისინი კერძო ბინებს ქირაობენ, საკვებს ყიდულობენ, კაფე-რესტორნებშიც ხარჯავენ ფულს, რაც ეკონომიკაში მონაწილეობს გარკვეული ფორმით, მაგრამ სასტუმრო სექტორში, ბათუმის გარდა, რუსი ტურისტების წილი 2%-3%-ს არ აღემატება“, - თქვა მან.

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, წელს ევროპიდან ვიზიტორების რიცხვი ნაკლები იქნება, ამიტომ სახელმწიფომ ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან ვიზიტორების მოზიდვაზე უნდა იმუშაოს. ბიზნესმენს მთავრობისთვის ორი რჩევა აქვს.

ტყუილია, რომ რუსეთიდან ბევრი ტურისტი შემოდის, ისინი მიგრანტები არიან - შალვა ალავერდაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები