მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საზოგადოებრივი შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა

635fad56683fc
BM.GE
31.10.22 15:19
622
ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა. საუბარია პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა.

"ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე 20 გამარჯვებული გამოვლინდა. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის კუთხით ოქროს გამარჯვებული „ბათუმის სტადიონთან“ ერთად, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“ გახდნენ.

ცნობისთვის, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი. სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა, 500 ადამიანი იყო დასაქმებული. სტადიონი გასულ წელს გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები