მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვთა გასართობი ცენტრი „ლაიქი": ჩვენი სერვისები დაახლოებით ორ კვირაში 15%-ით გაძვირდა

627cdab5b6c2a
მარიამ იზორია
12.05.22 23:00
1408
ბავშვთა გასართობი ცენტრი „ლაიქის“ დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდგომ სექტორი შედარებით სტაბილურია, თუმცა ახლა მთავარი გამოწვევა პროდუქტზე გაზრდილი ფასებია.

მისივე განმარტებით, სწორედ გაძვირებული პროდუქტის გამო, „ლაიქის“ სერვისებზე ფასები დაახლოებით ორ კვირის პერიოდში 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმას თუ როდის შეძლებს სექტორი 2019 წლის, პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას, კომპანიაში ამის განსაზღვრა წინასწარ უჭირთ.

„შედარებით სტაბილურობას ვუბრუნდებით. თითქმის ორი წელი გაჩერებულები ვიყავით და რთულია უცებ ძალები მოიკრიბო, დაეწიო საგადასახადო სისტემას. პანდემიის შემდგომ პროდუქტზე გაზრდილი ფასები დაგვეჯახა, მაგალითად, გარკვეული რაოდენობის ყავაში თუ 25 ლარს ვიხდიდით, ახლა 40 ლარი გვიჯდება. ხელფასები იგივე რჩება, შესაბამისად მომხმარებელი გადახდისუნარიანი არ არის. ამ დროისთვის ფასების 15%-იანი ზრდა მოგვიხდა, თუმცა პროდუქტის გაძვირება ისეთი ტემპით ხდება, რომ, ვფიქრობთ, სერვისებზე ფასების გადახედვა კიდევ მოგვიწევს. ეს ცუდია, სერვისის ღირებულებას ვერ საზღვრავ, რადგან ბაზარი არასტაბილურია.

რაც შეეხება მომხმარებლის დამოკიდებულებას გაძვირებულ სერვისზე, გარკვეული ნაწილი ვერ აღიქვამს რატომ ვზრდით ფასებს. ამის გამო ჩვენს მომსახურებაზე უარის თქმა დაიწყეს, რადგან ბავშვთა გასართობი ცენტრებით სარგებლობა მაინც ფუფუნების საგანია, თუ გაქვს საშუალება ბავშვს დაბადების დღეს გადაუხდი, თუ არ გაქვს - არა“, - ამბობს „ლაიქის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები