მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს დაქუცმაცებულ მწვანილსა და გაყინულ ბოსტნეულს სთავაზობს

62b5c441dda3c
მარიამ იზორია
24.06.22 23:41
2909
ბაზარზე ახალი კომპანია “შინაო” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს თერმულად დამუშავებულ, შეფუთულ გაყინულ ბოსტნეულსა და მწვანილს დაქუცმაცებული სახით სთავაზობს. “შინაოს” ასორტიმენტი 8 დასახელების ბოსტნეულს, მათ შორის, კარტოფილს, ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს აერთიანებს.

bm.ge-სთან “შინაოს” კომერციული დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი ამბობს, რომ კომპანიის პროდუქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს 5 წუთში სასურველი ბოსტნეულისგან საკვები მოამზადოს.

მისივე თქმით, “შინაოს” პროდუქცია არაქსელურ მარკეტებში იყიდება და სამომავლოდ კომპანია HACCP-ის სტანდარტის დანერგვის შემდეგ ექსპორტსაც განახორციელებს.

“ჩვენი წარმოება გაყინულ, დაქუცმაცებულ ბოსტნეულსა და მწვანილს აერთიანებს. ბოსტნეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, თერმულად ვამუშავებთ, შოკური მეთოდით ვყინავთ. გვაქვს სხვადასხვა ბოსტნეულის მიქსებიც. პროდუქცია იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი, რომლებსაც ბოსტნეულის დამუშავებასა და მომზადებისთვის დრო არ აქვთ. ბოსტნეული და მწვანილი “შინაოს” შეფუთვაში გასუფთავებული, დაჭრილი, გამზადებული და მოსახმარებლად უფრო მარტივია.

ამ დროისთვის არაქსელურ მარკეტებში ვართ წარმოდგენილები, სამომავლოდ სხვადასხვა ქსელსაც ავითვისებთ. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის შენახვის ვადა ერთი წელია, ის ექსპორტზე მორგებული პროდუქტია”, - აღნიშნავს “შინაოს” კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის: 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიის საწარმო ფონიჭალაში მდებარეობს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები