მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ფასდაკლებების ახალი პლატფორმა New Card გამოჩნდა

63c8ff664486d
თინათინ ნატმელაძე
19.01.23 16:08
1125
New Card - ასე ჰქვია ფასდაკლებების ონლაინ პლატფორმას, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და უკვე 322 პარტნიორი კომპანია ჰყავს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის 925 აქტიური მომხმარებელი ჰყავთ და სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს სთავაზობენ.

როგორც სტარტაპის პიარ-მენეჯერი თამარ თოდიძე BM.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, New Card-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს თითოეულ ფასდაკლებაზე სხვადასხვა აბონემენტის შეძენა არ უწევს, აქ ერთ და სამ თვიანი ულიმიტო აბონემენტების შეძენაა შესაძლებელი.

„ჩვენ მაქსიმალურად მორგებული ვართ მომხმარებლების და იმ კომპანიების ინტერესებზე, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. ერთ-თვიანი აბონემენტის საფასური ხუთი ლარია, სამ თვიანის კი ცხრა ლარი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ აბონემენტის შეძენის შემდეგ მომხმარებელს ნებისმიერ კატეგორიაზე არსებული ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება და ამ დროის მანძილზე თანხის გადახდა არ მოუწევს“, - აცხადებს New Card-ის პიარ მენეჯერი.

აღნიშნულ პლატფორმაზე სხვადასხვა კატეგორიის კომპანიებია წარმოდგენილი, მათ შორის კვება, გართობა-დასვენება, ჯანმრთელობა, განათლება, სპორტი და ა.შ., როგორც თამარ თოდიძე გვიყვება, მათი საყვარელი კატეგორია „ქართულია“, სადაც ქართული სტარტაპები არიან წარმოდგენილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც სტარტაპი ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართულ სტარტაპებს და კომპანიებს ხელი შევუწყოთ, ვითანამშრომლოთ მათთან, შესაძლებლობები მივცეთ და ცნობადობის გაზრდაში დავეხმაროთ“, - ამბობს თოდიძე.

პიარ მენეჯერის ინფორმაციით, პარტნიორი კომპანიებისა და მომხმარებლის რაოდენობა დღითიდღე იზრდება, თუმცა პირველ ეტაპზე მათთვის საკუთარი თავის გაცნობა და დაინტერესება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.

New Card პერიოდულად სხვადასხვა რაოდენობის ადამაინს ასაქმებს, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციებს, ზუსტ თანხას კომპანიის პიარ მენეჯერი არ ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები