მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე კივის ნატურალური წვენი გამოჩნდება

5e1a398956d64
ანი ციხისთავი
12.01.20 11:45
1889
იანვრის ბოლოდან ქართულ ბაზარზე კივის ნატურალური წვენი გამოჩნდება - ამის შესახებ Bm.ge-თან ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ხილარის” გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ, ისაუბრა. კომპანიის დირექტორის განცხადებით, დღეს ბაზარზე ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს. კომპანიას ჯერჯერობით კონკრეტულ ფასზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა კაკუშაძის თქმით, პროდუქტის საფასო კატეგორია საშუალოზე მაღალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს “ხილარი” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2017 წელს შეიქმნა. საწარმომ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 700 000 ლარის ოდენობით, ასევე მიიღო სახელმწიფოსგან 600 000 ლარის ოდენობის გრანტი. ამ ეტაპზე საწარმო 7 ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის შეძენა თბილისისა და ბათუმის რამდენიმე მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი, ექსპორტზე კი წვენები ამერიკასა და ყატარში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები