მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების ამოღება არალეგალურად ხდება- ასოციაცია

649d34f6bc68e
ანუკა ჯოხაძე
30.06.23 23:00
837
2023 წლიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაბამისმა ორგანიზაციებმა ნარჩენების შეგროვების პროცესი დაიწყეს. საქმე ეხება ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების, ბატარეების, მეორადი ზეთებისა და მეორადი საბურავების ნარჩენს, რომლის შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება ბიზნესს გასული წლის ივლისიდან წარმოეშვა.

ერთ-ერთი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული (მგვ) ორგანიზაცია, რომელმაც ბაზარზე წარმოქმნილი ნარჩენის ამოღება უკვე დაიწყო ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაა, სადაც 5 თვეში 390 ტონა მეორადი საბურავი, 200 ტონა ნარჩენი ზეთი და 80 ტონა ნარჩენი აკუმულატორი შეაგროვეს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი გვიყვება, რეფორმა გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - ბაზარზე მეორადი ზეთებისა და აკუმულატორების ამოღება არალეგალურად ხდება. მისი თქმით, პირები, რომლებიც არც გადასახადებს იხდიან და ნარჩენს ბაზრიდან არალეგალურად იღებენ, ავტორისავე "მგვ" ორგანიზაციებთან კონკურენციაში შედიან. მთვრალაშვილი შესაბამის უწყებებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

“მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ ნარჩენის ამომღებები. ეს არის სახიფათო ნარჩენი. მისი ამოღება, ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს უფლებამოსილმა პირმა. ამ შემთხვევაში ჩვენ "მგვ" ვართ ასეთი ორგანიზაცია. ეს პირები არ იხდიან გადასახადებს, არანაირ სტანდარტს არ იცავენ პროდუქციის ამოღებისა და ტრანსპორტირების დროს. ჩვენ ვართ არა კონკურენტულ გარემოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიები რომლებიც ჩვენი წევრები არიან და საიდანაც ვალდებულება გვაქვს ნარჩენის ამოღების ისინიც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა თანამშრომლობენ მსხვილი კომპანიები, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც არ თანამშრომლობენ. არის რამდენიმე კომპანია, საიდანაც ნარჩენის ამოღება არის ნული.”-ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

როგორ ვანო მთვრალაშვილი ამბობს, მეორად ზეთებს ძირითადად ასფალტის ქარხნები იყენებენ და კომპანიებს შესაბამისი ნარჩენი ამოღებისას მაღალ ფასებს სთავაზობენ, რის გამოც ისინი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილ ორგანიზაციებს კონკურენციას უწევენ.

“მეორად ნარჩენ ზეთებს იყენებენ ასფალტის ქარხნები, სადაც იწვება იმ პირობებში, რომ მათ ამის ნებართვა არ აქვთ. ეს არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, ისინი იხდიან მნიშვნელოვან თანხებს. ეს არის ნახმარი ნავთობპროდუქტი, რომელზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. თუ არ გამკაცრდა ადმინისტრირება ჩვენთვის რთული იქნება ოპერირება. თუ ჩვენ დავიწყებთ ოპერირებას, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ბევრად მეტი თანხა, შემდეგ ისინი შესთავაზებ უფრო მეტს და იქნება აუქციონივით.იგივე ხდება მეორად აკუმულატორებზეც.”-აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

კითხვის ნიშნებია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში დარჩენილ ორ დასამტკიცებელ რეგლამენტთან დაკავშირებით, რომელიც მეორეული ავტომობილებისა და შესაფუთი ნარჩენის ტექნიკურ რეგლამენტს ეხება. ორივე რეგლამენტის დამტკიცებას სამინისტროში მიმდინარე წელს გეგმავენ, თუმცა ახალი ვალდებულებების ძალაში შესვლას 2023 წელს მაინც გამორიცხავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები