მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ონლაინ სუპერმარკეტის აპლიკაცია "როქეთ მენ" ჩაეშვება

632b3196c1591
მარიამ იზორია
21.09.22 21:35
782
საქართველოს ბაზარზე ახალი აპლიკაცია ჩაეშვება. „როქეთ მენი“ - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც სასურსათო პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი.

„როქეთ მენის“ დამფუძნებელი აკაკი ფირფილაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ იგი ონლაინ სუპერმარკეტი იქნება, სადაც მომხმარებელი სასურსათო პროდუქტს ბაზარზე არსებულზე ნაკლებ ფასად შეიძენს.

მისივე თქმით, საწყისად აპლიკაცია თბილისის მასშტაბს მოიცავს, სამომავლოდ კი სრულიად საქართველოს აითვისებს.

„„როქთ მენს“ ფიზიკური ლოკაციები, დიდი საწყობები, იჯარის გადახდის ვალდებულება არ ექნება, არც იმ რაოდენობის პერსონალის დაქირავება არ მოუწევს პროდუქტის ბაზარზე ნაკლებ ფასად გაყიდვას შევძლებთ. სტარტაპს მცირე საწყობები ექნება, სადაც პროდუქტს მომწოდებლები მოიტანენ. აპლიკაცია მარაგების კონტროლის საშუალებას გვაძლევს და ჩვენი კურიერები მოკლე დროში, ნახევარ საათიდან ორმოც წუთამდე პერიოდში, მიწოდებას მოახერხებენ. ახლა აპლიკაციის გატესტვის ეტაპზე ვართ. ბაზარზე არსებული სრული პროდუქტების 90% უკვე ასორტიმენტში გვაქვს“ - ამბობს „როქეთ მენის“ დამფუძნებელი.

აკაკი ფირფილაშვილი საჭირო ინვესტიციაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, ფინანსები აპლიკაციის შექმნასა და ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

„ფინანსების გარკვეული ნაწილი პირადი კაპიტალიდან მოვიძიეთ, თუმცა საჭიროების შემდეგ „თიბისის“ მივმართეთ. ბანკმა „თიბისი სტარტაპერის“ ფარგლებში დაგვაფინანსა და საშუალება მოგვცა მხოლოდ ერთი ლოკაციის ათვისებით არ შემოვფარგლულიყავით,“ - აღნიშნავს იგი.

აღსანიშნავია, რომ „როქეთ მენმა“ თიბისის სტარტაპერის პროგრამით ისარგებლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები