მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ბრიტანეთი სანქციებს კიდევ ორ რუს ოლიგარქს უწესებს

62586e188cd8f
ალა ისპირიანი
14.04.22 23:05
1044

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან არიან დაკავშირებული, სანქციები დაუწესა. საუბარია ევგენი ტენენბაუმსა და დავით დავიდოვიჩზე.

"ჩელსის" კლუბის დირექტორს, ევგენი ტენენბაუმს, გაეყინება აქტივები და ის სატრანსპორტო სანქციებს დაექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გემი ან თვითმფრინავი, რომელსაც ის ფლობს დაკავებული იქნება, თუ ის დიდ ბრიტანეთში შევა.

მსგავს სანქციებს ექვემდებარება დავით დავიდოვიჩი - ამბრამოვიჩის თანამოაზრე. მისი აქტივების გაყინვა შეფასებულია 10 მილიარდ ფუნტამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულმა ზომებმა გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებულთა ჯამური რაოდენობა 106-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები