მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ბრიტანეთში ავტოწარმოება თითქმის შეჩერებულია

5ed1090a604ec
ნათია თაქთაქიშვილი
29.05.20 21:20
858
დიდ ბრიტანეთში მანქანების წარმოება თითქმის 99.7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის ავტომობილების მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოება აცხადებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე ცუდი ნიშნულია.

აღნიშნულ პერიოდში, მხოლოდ 197 პრემიუმ კლასის ძვირად ღირებული მანქანის წარმოება მოხდა ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 45 მათგანი იყო განკუთვნილი ბრიტანელი მომხმარებლისთვის.

გამოცემის მიხედვით, მანქანების მწამოებელი კომპანიების ნაწილი პერსონალური დამცავი საშუალებების წარმოებაზე გადავიდა.

BBC-ი წერს, რომ ბრიტანეთის ავტოინდუსტრიას, რომელიც საშუალოდ 400,000 ავტომობილის წარმოებას ახერხებს კვარტალში, პანდემიის გამო 12.5 მილიარდის სტერლინგის შემოსავლის დაკარგვა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები