მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: დელტა შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება უფრო ხშირია, ვიდრე - ალფა შტამის

612a32e6db3c3
თამთა ჯიჯავაძე
28.08.21 17:07
8199
დელტა შტამით ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ორჯერ უფრო მეტად შეიძლება დადგეს, ვიდრე ალფა შტამით ინფიცირებულების შემთხვევაში. ამის შესახებ BBC ინგლისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

შესაბამისი კვლევა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა და სამედიცინო კვლევის საბჭომ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში დაფიქსირებული 43 338 კოვიდ-შემთხვევა შეისწავლეს. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში სწორედ ეს შტამები იყო გავრცელებული. აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობაში პაციენტები არ იყვნენ აცრილები. ასევე მათ დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. დელტა შტამის შემთხვევაში - 196 (2.3%), ხოლო ალფა შტამის შემთხვევაში 764 (2.2%) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

თუმცა, კვლევის დროს ასაკის, სქესის და ეთნიკური წარმომავლობის ნიშნების მიხედვით, მონაცემების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ უფრო მაღალი იყო დელტა შტამის შემთხვევაში.

ექსპერტების თქმით, სრულად აცრა, ორივე შტამის შემთხვევაში, გართულებების და ჰოსპიტალიზაციის რისკებს ამცირებს. PHE-ს ბოლო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორი დოზით აცრის დროს ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, ეფექტიანობა „ფაიზერის“ შემთხვევაში 96%-ია, ხოლო „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში - 92%.

ცნობისთვის, ბრიტანეთში 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 88% (47.9 მლნ ადამიანი) უკვე ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო 78% (42 მლნ ადამიანი) - ორივე დოზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები