მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Beauty Lab: სილამაზის სფეროს მაინც უჭირს, გადავიდეს ფურცლიდან კომპიუტერზე და გაციფრულდეს

613e12bb419b3
მარიამ ადამია
12.09.21 21:00
1147
“საქართველოში სილამაზის ინდუსტრიით მოსახლეობა ზედმეტად დაინტერესებულიც კი არის, რადგან ძალიან უყვართ ქართველებს თავის მოვლა, რაც სექტორის მიმართ მზარდ მოთხოვნას განაპირობებს” - ამის შესახებ Beauty Lab-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთა ბაღაშვილმა, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად სილამაზის ინდუსტრიის მიმართ მზარდი ინტერესისა, დღეს მაინც მთავარ პრობლემად რჩება ბიზნესის გაციფრულება.

“საქართველოში ეტაპობრივად ბიზნესი იწყებს გაციფრულებას, თუმცა სილამაზის ინდუსტრია ამ კუთხით ნელა პროგრესირებს და უფრო ტრადიციული მეთოდით მიყვება. ჩვენ გავაკეთეთ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს სალონებს, რომ სრულად დიჯიტალიზებული გახადოს მთელი შიდა პროცესი და ფურცელზე წერის ნაცვლად პროგრამამ დაუთვალოს მონაცემები, მაგრამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მაინც რთულია გადავიდნენ ფურცლიდან კომპიუტერზე და მომხმარებლებიც, რომლებიც ტაქსს, საკვებს და კიდევ ბევრ პროდუქტს იძახებენ აპლიკაციით, სილამაზის სალონში ჯერ კიდევ დარეკვით ეწერებიან და ჯავშნიან ადგილს, არადა აპლიკაციაში მითითებულია სასურველი პროცედურები თავისუფალი ადგილები და საათები”, - აღნიშნა Beauty Lab-ის თანადამფუძნებელმა.

რაც შეეხება აპლიკაციის მომხმარებლების რაოდენობას, იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკაცია „ლოქდაუნის“ პერიოდში ამუშავდა, რთული პერიოდი დაემთხვა და არც მომხმარებლები ჰყავდათ, თუმცა გაზაფხულიდან ნელ-ნელა დაიწყო მატება და როგორც ქეთა ბაღაშვილმა აღნიშნა, ეს მაჩვენებლები მზარდია.

ინფორმაციისთვის, ფეისბუკ ჯგუფი, სახელწოდებით Beauty Lab, ქეთა ბაღაშვილმა 2017 წლის დასაწყისში შექმნა. დღესდღეობით ჯგუფი 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები