ბელგიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეზღუდვები მკაცრდება, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 აპრილამდე ისევ დაიხურება სკოლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და სილამაზის სალონები. ამ ეტაპზე ღია იქნება საბავშვო ბაღები.
ქუჩაში აიკრძალება ოთხზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება. ბოლო რამდენიმე დღეა, ბელგიაში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელგიის მოსახლეობის 4%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზა ვაქცინა უკვე მიიღო, ხოლო 8.8%-მა - მხოლოდ ერთი დოზა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 842,775 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22, 763 ადამიანი.