ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC წერს.
ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაციის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც პრემიერის ერთ-ერთი მრჩეველი კორონავირუსით დაინფიცირდა.
საუბარია რივკა პალუჩზე, რომელსაც კორონავირუსი, სავარაუდოდ, მეუღლისგან გადაედო, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.
აღსანიშნავია, რომ პალუჩი ნეთანიაჰუს 26 მარტს შეხვდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ოფიცრის განცხადებით, მრჩეველსა და მთავრობის მეთაურს შორის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, დისტანცია დაცული იყო.