Bentley-იმ $2 მილიონად შეფასებული კაბრიოლეტი Mulliner Bacalar წარადგინა. ახალი მანქანის ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია ხის მასალა 5,000-წლიანი დაძველებით. როგორც მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი აცხადებს, მხოლოდ 12 მსგავსი მანქანის დამზადება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიას ავტომობილი ოთხშაბათს დაგეგმლილ ჟენევის Motor Show-ზე უნდა წარედგინა, თუმცა, კორონავირუსის გამო დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა და კომპანიამ ახალი მოდელის პრეზენტაცია სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად ონლაინ გამართა.
კაბრიოლეტ Mulliner Bacalar-ს, სხვა კაბრიოლეტებისგან განსხვავებით, სახურავი არ აქვს და წვიმის შემთხვევაში უმჯობესია ავტომობილი ფარეხში დატოვოთ. მანქანას 650 ცხენის ძალა აქვს, 12 ცილინდრიანი ძრავა და 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მანქანის შიდა ინტერიერი გაფორმებულია 5,000 წლიანი ხის მასალით და როგორც Bentley-ი აღნიშნავს, მასალა დამუშავებულია სპეციალური მეთოდით.
კაბრიოლეტი Mulliner Bacalar-ი ექსკლუზიური მანქანების რიგებშია, რომელიც გათვლილია ძალიან მდიდარი კლიენტებისთვის. მისი კონკურენტია Bugatti Chiron-ი, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი აშშ დოლარია.