ბერმუდაში გადასახადებს კრიპტოვალუტა სტეიბლკოინი USDC-ითაც გადაიხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. ვირტუალური ფულის შემქმნელ კომპანია Circle-ში განმარტავენ, რეფორმა ბერმუდის მთავრობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.
”დეცენტრალიზებული ფინანსური ოქმებისა და მომსახურების მხარდაჭერისთვის, ეს გადაწყვეტილება ბევრ საკითხს გაამარტივეს’’- ნათქვამია Circle-ის განცხადებაში.
თავის მხრივ, ბერმუდას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა საფინანსო სისტემის სტაბილურობის გარანტია იქნება.
ციფრული აქტივების ამ კლასს, როგორც წესი, მიბმული აქვს "ტრადიციული ვალუტა" ან ოქრო.
Circle -მა პირველი მონეტა 2018 წლის სექტემბერში გამოუშვა. CoinMarketCap-ის თანახმად, კრიპტოვალუტა კაპიტალიზაციით მსოფლიოში 24-ე ადგილს იკავებს და 476 მილიონი დოლარით ფასდება.
Circle განმარტავს, რომ ბერმუდის მთავრობა ისტორიაში პირველია, ვინც ოფიციალურად დაუშვა გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით.
ცნობისათვის, ბერმუდა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. ის არის ყველაზე ძველი ტერიტორია, რომელიც დღემდე დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩება. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. ტერიტორია კი ცხრა მუნიციპალიტეტად იყოფა.