მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრ სოფელში მობილური ამბულატორიები აქტიურად დადიან და ადამიანებს ცრიან“ - გამყრელიძე

6116143d33d77
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 12:30
547
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეისთვის ძალიან ბევრ სოფელში მობილური ბრიგადები დადიან და მოსახლეობას აქტიურად ცრიან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამცრელი მობილური ბრიგადების მუშაობის ადგილებს შეეხებოდა.

ამირან გამყრელიძე სოფლები არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა როგორ იქმნება ამცრელი მობილური ამბულატორიები.

„მობილური ამბულატორიები დადიან. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ე.წ. იმუნიზაციის შტაბები, რომელსაც ადგილობრივი მერი ხელმძღვანელობს. შტაბში შედის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ხელმძღვანელი, საავადმყოფოს და სასწრაფოს ხელმძღვანელი, სოფლის ექიმების საბჭოს ხელმძღვანელი. სოფლის ექიმების, რომლებიც ჩვენ გადავამზადეთ და მათი რაოდენობა 1200-მდეა, საშუალებით ხდება მობილური ბრიგადების ჩამოყალიბება. ძალიან ბევრ სოფელში ისინი აქტიურად დადიან და ცრიან ადამიანებს“, - განმარტა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები