მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6155745fd7c5e
BM.GE
30.09.21 12:23
743
თბილისის ღია უნივერსიტეტსა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც მრავალმხრივია: მედიცინის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროგრამების შექმნა IT ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით; მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 1984 წელს. 2014 წელს მსოფლიოს განათლების კონგრესის მიერ სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი „წლის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად“ დასახელდა, ხოლო 2020 წელს იგი განათლების დონის ხარისხით NIRF-მა მსოფლიოს მასშტაბით 59-ე ადგილით დააჯილდოვა.

„აღნიშნული მემორანდუმი ქართულ და ინდურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. ჩვენ გვჯერა, რომ Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უდიდეს წვლილს შეიტანს თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის განვითარებაში. რაც შეეხება IT ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერებებს, ეს თბილისის ღია უნივერსიტეტისთვის ახალი მიმართულებაა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარება მოგვცემს მისი გლობალურ დონეზე განვითარების შესაძლებლობას", - აღნიშნა რამაზ კუკულაძემ, თბილისის ღია უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

თბილისის ღია უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 12 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტლების ქსელის „ევექსის“ სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა არის უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები