მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბი პი სი": 2022 წლისთვის გაყიდვების დაახლოებით 30%-იან ზრდას ვგეგმავთ

60d9baa808bb1
ლიკა გურაბანიძე
30.06.21 09:00
572

კომპანია “ბი პი სი”-ს  პანდემიის გამო ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 40%-ით შეუმცირდა. როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბაშიძემ "საქმიან დილაში" საუბრისას განაცხადა, შემცირების ტრენდი კვლავ რძელდება. პრობლემაა იმპორტირებული წვენებიც, რომელიც ქართულ პროდუქტს კონკურენციას უწევს.

“პანდემიის დროს მოთხოვნა პირველადი საჭიროების პროდუქტებზე გაიზარდა, შესაბამისად წვენზე, რომელიც პირველადი საჭიროების პროდუქტი არ არის, მოთოვნა და გაყიდვები შეგვიმცირდა. სიტუაციიდან გამოსასვლელად პროდუქციის დივერსიფიცირება დაგვეხმარა - დაბალი საფასო სეგმენტისთვის გათვლილი პროდუქცია გამოვუშვით, რამაც შემოსავლები დაგვიბალანსა.

პრობლემაა საჭირო ნედლეულზე ფასების ზრდაც. მათ შორის როგორიცაა შესაფუთი მასალები. შეუძლებელია იგივე ნიშულზე დარჩენა და პროდუქციაზე ფასების ზრდა ჩვენც გვიწევს.

2019 წლის მაისთან შედარებით 2021 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციაზე გაყიდვები 20%-ით ნაკლებია. 2022 წლისთვის გაყიდვების დაახლოებით 30%-იან ზრდას ვგეგმავთ” - განაცხად აბაშიძემ.

ცობისთვის: ბი პი სი 2010 წლიდან ბაზარს სხვადასხვა სახეობის ბიო წვენს სთავაზობს და მისი მთავარი საექსპორტო ბაზარი 5 წელია აშშ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები