მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი, ლევან ვასაძე, დავით ხიდაშელი - რუსეთთან კავშირებისთვის უკრაინა პირთა სანქცირებას ითხოვს

6315edd5a9cab
BM.GE
05.09.22 18:19
2906
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს.

სიას პროექტის ავტორები სხვადასხვა მხარის მიერ წარდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციების საფუძველზე აახლებენ. ზოგიერთი პირის შესახებ მითითებული წარდგენა კონკრეტულ ინფორმაციებს მოიცავს, სხვების შემთხვევაში კი ის უფრო ზოგადი ხასიათისაა.

ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.

ქართველები იმ პირთა სიაში, რომელთა სანქცირების რეკომენდაციასაც უკრაინა გასცემს:

ბიძინა ივანიშვილი;
ალექსანდრე ივანიშვილი;
ქეთევან ხარაიძე (ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლე);
ირაკლი რუხაძე;
გიორგი კაპანაძე;
უჩა მამაცაშვილი;
ტათე მამაცაშვილი (უჩა მამაცაშვილის შვილი);
ივანე ჩხარტიშვილი
დავით ხიდაშელი
სულხან პაპაშვილი
ლევან ვასაძე
ოთარ ფარცხალაძე.

ასევე სიაში შევიდნენ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის მესაკუთრეები დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი. ასევე ალექსეი პოლტავჩენკო, რომელიც უჩა მამაცაშვილის ჰოლდინგთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები