მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის ძმამ "ქართულ ოცნებას" 50,000 ლარი შესწირა

5e9d65469f4cd
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.20 13:23
3994
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უწყების ვებგვერდის მიხედვით, 2 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” 20,000 ლარი შესწირა; უფრო ადრე - 20 თებერვალს კი, ივანიშვილმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 30,000 ლარის დონაცია განახორციელა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, “ქართული ოცნება” ყველაზე დიდი შემოწირულობების ბენეფიციარია. იანვარ-აპრილის ჩათვლით, პარტიის სასარგებლოდ, ჯამში 58-მა შემომწირველმა 1,108,771 ლარი გადარიცხა. ეს ამავე პერიოდში განხორციელებული მთლიანი შემოწირულობების 41% იყო.

შემოწირულობების მხრივ, იანვარ-აპრილის პერიოდში მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 27 შემომწირველისგან ჯამში 761,915 ლარი მიიღო, ხოლო “საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს” მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა კი, 288,300 ლარს შეადგენს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული შემოწირულობები 198,444 ლარს შეადგენს, ხოლო “ევროპული საქართველოს” შემოწირულობების ოდენობა კი, 138,060 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები