მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინები, აგარაკები, კომერციული ფართი - ფარცხალაძემ უძრავი ქონება შვილზე გადააფორმა

ოთარ ფარცხალაძე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ დღეს უძრავი ქონება შვილის - ანდრია ანზორ ფარცხალაძის სახელზე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრმა 20 სექტმბერს ასახა. ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისსა და ბაკურიანში, ოფისი და მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში. 

ტაბახმელაში გადაფორმებულია სულ სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 4,089 კვადრატული მეტრი, ბაკურიანში გადაფორმებულია ორი ბინა - 25 და 26 კვადრატული მეტრის ფართის, თბილისში გადაფორმებულია ორი კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე საერთო ზომით 479 კვადრატული მეტრი, ორი კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე საერთო ფართით 305 კვადრატული მეტრი, 77 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა მგალობლიშვილის ქუჩაზე, ასევე ორი ბინა 91 და 38 კვადრატული მეტრის ფართით კოსტავას ქუჩაზე. 

გადაფორმებული უძრავი ქონებიდან მხოლოდ ორი - ფალიაშვილის 10 ნომერში მდებარე კომერციული ფართი არის იპოთეკით დატვირთული. 

ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები