თიბისი კაპიტალის 6 ნოემბრის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ნოემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდის ტენდენცია გრძელდება.
"თიბისი კაპიტალი" მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.6%-ია, რაც წინა კვირასთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
ამასთან, 5 ნოემბრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიური ცვლილება დადებით ნიშნულზე რჩება. ზრდა 29%-ს შეადგენს.