მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბინებზე ფასები კიდევ მოიმატებს” - ილია წულაია

62a0a15fd4ea8
მარიამ ადამია
09.06.22 00:00
2545
კომპანია “არქის” დამფუძნებელი, ილია წულაია, BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ სამშენებლო მასალების გაძვირება და ინფლაცია ბინებზე ფასებს ზრდის და ამ ეტაპზე თუკი ღირებულება 15-17%-ით არის გაზრდილი, ეს მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს.

“სამწუხაროდ, სამშენებლო მასალები მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც გაძვირდა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია სამშენებლო სფეროში თვითღირებულებაც მინიმუმ 25-30%-ით გაიზარდა და მოგვიწია ბინის ფასების 15-17%-ით გაზრდა. სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დეველოპერი ვეღარ ააშენებს სახლს, ის გაკოტრდება და გავა ბაზრიდან,” - ამბობს ილია წულაია.

მისივე თქმით, თუ ბაზარზე ეს ტენდენცია შენარჩუნდება, მომავალ პროექტებზე ფასი კიდევ, დამატებით 10-15%-ით გაიზრდება. “ხოლო თუ ტენდენცია ზრდისკენ წავიდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მატებას მივიღებთ და ეს პროცესი გარდაუვალია, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული,” - ამბობს კომპანია “არქის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები