ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ბაქტერიოფაგების (ფაგების) საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, 17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
რა შესაძლებლობას აძლევს მოდერნიზებული საწარმოო სიმძლავრეები კომპანიას და რამდენად რთულ პროცესთან არის დაკავშირებული GMP სტანდარტზე გადასვლა?
სტუმარი: რატი ღოლიჯაშვილი - „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი;