კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით, 1 ტრილიონ 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
უმსხვილესი კრიპტოაქტივის, ბიტკოინის ფასი 29,000 დოლარს აღწევს, რაც ერთ დღეში 8%-ით, ხოლო ერთ კვირაში თითქმის 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქტივის საერთო კაპიტალიზაცია ამჟამად 560 მილიარდი დოლარია.
მკვეთრადაა გაზრდილი ეთერიუმის ფასიც, ამჟამად ერთი მონეტის ღირებულება 1,800 დოლარს აჭარბებს, რაც 5%-ით მომატებული მაჩვენებელია. რაც შეეხება კაპიტალიზაციას, იგი 220 მილიარდ დოლარს აღწევს.
იზრდება სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების ფასებიც, მათ შორისაა: Cardano, Litecoin, Plygon, Polkadot და Solana.