მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

645e61496bdff
გიორგი თოლორდავა
12.05.23 20:11
1361
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად Brent-ის ღირებულება 74 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობი 14%-ითაა გაიაფებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 33%-ია.

მკვეთრად ეცემა რუსული ნავთობის ფასიც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ღირებულება 8%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ფასი 53 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში კი რუსული ნავთობი ბირჟაზე 32%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაზი 71%-ითაა გაიაფებული; ერთ წელიწადში თითქმის 66%-ით გაიაფდა ევროპული გაზი; ხოლო ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება 50%-ითაა შემცირებული.

ბირჟაზე არსებული ტენდენცია რიგი ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ამერიკაში საწარმოო ინდექსის მოცულობა მკვეთრად დაეცა, უმუშევრობის სტატისტიკა კი იმატებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულამდე ნელდება და შესაძლოა, ის რეცესიაშიც გადავიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები