მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები იზრდება

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება, ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 10%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 93 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 89 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოიმატა ბუნებრივი აირის ფასმაც, მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით 37 ევროს აჭარბებს, რაც 5%-იან ზრდას შეადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.

ამ ტენდენციის ფონზე, Goldman Sachs-მა ახალი პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800,000 ბარელით დააკორექტირა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები