Bitfury-იმ, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების სრული მომსახურების კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბლოკჩეინ პროგრამული უზრუნველყოფისკენ. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, კომპანია Exonum-ის გამოსვლის შესახებ აცხადებს.
„ბლოკჩეინის და ბითკოინის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს”, - ამბობს ვალერი ვავილოვი.
Exonum-ი არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ ბლოკჩეინთან დაკავშირებული იდეები.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Microsoft-ი და Amazon-ი, ორივე მათგანი ეხმარება კლინეტებს ბლოკჩეინთან არსებული კითხვების გადაჭრაში. Microsoft-მა 30.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო აღნიშნული სერვისიდან, ხოლო Amazon-მა - 25,7 მილიარდი აშშ დოლარი.
ამსტერდამში დაფუძნებულმა Bitfury-იმ, თავის მხრივ, შარშან 500 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მეტწილად ბიტკოინის მომპოვებელი პროგრამის გაყიდვებიდან.