მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინს ფინანსურ სექტორში რევოლუციის მოხდენა შეუძლია – BlackRock-ის დამფუძნებელი

64a685bfa60e6
გიორგი თოლორდავა
06.07.23 13:29
985
მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის, BlackRock-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლარი ფინკი აცხადებს, რომ ბიტკოინი საერთაშორისო აქტივია, რომელსაც საფინანსო სექტორში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

„ჩვენი შეფასებით, თუკი უფრო მეტი აქტივის, ფასიანი ქაღალდის და საქონლის ტოკენიზაციას მოვახდენთ, ამით მსოფლიოში ბიტკოინის როლი უფრო გაიზრდება, რომელიც მომავალში საფინანსო ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენას შეძლებს“, - აცხადებს ლარი ფინკი.

BlackRock-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ბიტკოინი ციფრული აქტივია, რომელიც თავისი არსით პირდაპირ კონკურენციაშია ოქროსთან, თუმცა ძვირფასი მეტალისგან განსხვავებით, ბიტკოინს სახელმწიფოების საზღვრები ვერ აჩერებს და მისი ერთი ადგილიდან მეორე წერტილში გაგზავნა ფაქტობრივად მომენტალურადაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ფინკი აღნიშნავს, რომ ბიტკოინი ტრადიციული ფულის ალტერნატივასაც წარმოადგენს, თუმცა ეროვნულ ვალუტებთან შედარებით, მისი მიწოდება შეზღუდულია, ინფლაციის რისკი კი თითქმის ნულოვანია, ამიტომაც თავისი არსით ბიტკოინი უფრო ციფრული ოქროა, ვიდრე დეცენტრალიზებული დოლარი.

კომპანია BlackRock-ი ლარი ფინკმა და რობერტ კაპიტომ 1988 წელს ნიუ-იორკში დააფუძნეს. ჰოლდინგი ამჟამად 15 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციად აქცევს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინკის და BlackRock-ის დამოკიდებულება ბიტკოინის და კრიპტოინდუსტრიის მიმართ დრამატულად შეიცვალა და ერთ დროს სკეპტიკურად განწყობილი ჰოლდინგი კირპტოინდუსტრიის მხარდამჭერად იქცა.

გასულ კვირას BlackRock-მა ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვა. მარეგულირებლისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ BlackRock-ს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კრიპტო ETF-ის გამოშვება სურს, რომელიც შემდგომ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად: BlackRock-ის ტექნოლოგიურ ETF-ში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია ინტეგრირებული. ამ ETF-ის შეძენით კი ინვესტორი ფაქტობრივად მთელ ტექნოლოგიურ სექტორს ყიდულობს, ნაცვლად ერთ ან ორი კომპანიისა. კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც ვითარება ანალოგიური იქნება, ის უმსხვილეს კრიპტოაქტივებს გააერთიანებს, თუმცა მათ შორის უდიდესი წილი ბიტკოინს ექნება.

BlackRock-ის მიერ ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, BlackRock-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ BlackRock-ს არც გაკოტრების და არც დაჰაკვის რისკები არ აქვს, განსხვავებით კრიპტობირჟებისგან.

იმ შემთხვევაში, თუკი მარეგულირებელი ნებართვას გასცემს, მაშინ ინვესტორები კრიპტო ETF-ის შეძენას პირდაპირ საფონდო ბირჟიდან შეძლებენ და მათ კრიპტობირჟის ანგარიშის გახსნა არ მოუწევთ, რაც ინსტიტუციური ინვესტორებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ნიუანსია, რადგან მათი საქმიანობა მკაცრადაა რეგულირებული და კრიპტობირჟების უმეტესობა ამ რეგულაციებთან თანხვედრაში არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები