მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება იზრდება

616adfb47d711
დავით ჯალაღონია
16.10.21 18:10
956
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი მომავალ წელს 2 მილიონ 250 ათასი ლარით იზრდება და 8.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაშია მოცემული.

როგორც დოკუმენტში წერია, 2022 წელს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 8 ერთეულით, 69–მდე გაიზრდება. ამასთან, მოიმატებს ხარჯებიც, მათ შორის შრომის ანაზღაურების კუთხით, რაზეც 2 მლნ 924 ათასი ლარია გათვალისწინებული – 424 ათასი ლარით მეტი მიმდინარე წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 1 მლნ 532.3 ათასი ლარით გაიზარდა და 6 მლნ 250 ათას ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები