მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის გაგრძელებას ითხოვს / ანალიტიკა - 18.06.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
18.06.21 14:08
642
1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა, რომელიც 2020 წლის მაისში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაისის ბოლოს დასრულდა. თუმცა, ბიზნესი საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის წლის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვს.

კერძო სექტორი ამბობს, რომ თუ შეღავათი არ გაგრძელდება, მაშინ მათ კადრების შემცირება მოუწევთ. საინტერესოა ეს განცხადება იმ ფონზეც, რომ შეზღუდვები უკვე მოხსნილია - თუ არ ჩავთვლით შეზღუდვას გადაადგილებაზე, რაც შეიძლება სპეციალური საშვების გზითაც მოგვარდეს.

ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ბიზნესასოციაციამ ბიზნესკლიმატის ინდექსიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დასაქმების ბარომეტრი მეორე კვარტალში წინა კვარტალთან და 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ეს ბარომეტრი მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ კომპანიების მოლოდინს ასახავს და შესაბამისად, 2021 წლის II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ. ამ ინდექსის მიხედვით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორის გარდა, პრაქტიკულად ყველა სხვა სექტორში გაუმჯობესებულია.

ამის პარალელურად, დღეს დილით უკვე დეტალურად ვისაუბრეთ პრაის უოთერს კუპერსის კვლევაზე და ეკონომიკურ მოდელებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდის აქსელერაციაში ყველაზე დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საშემოსავლო გადასახადის შემცირებას - ოღონდ ყველასთვის, ეს ერთი. და მეორე - სექტორულად დაწესებულ შეღავათებს, კონკრეტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი კი აქვს, მაგრამ მთლიანად ეკონომიკას დიდად ვერაფრით ეხმარება.

სტუმარი: ლევან ყარალაშვილი - "თბილისი ცენტრალის"; აღმასრულებელი დირექტორი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები