მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი თანასწორი სამუშაო გარემოსთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა

BM.GE
15.12.22 11:50
221
ბიზნესი თანასწორი და მრავალფეროვანო სამუშაო გარემოსთვის - ამ თემას მიეძღვნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართული ყოველწლიური კონფერენცია. შეხვედრას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების, ბიზნეს გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ახალი კომპანიებიც შეუერთდნენ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ერთ-ერთი პირველია საავტომობილო სექტორიდან რომელიც ამ პრინციპების ხელმომწერი გახდა. 

ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევას და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები