მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის საინვესტიციო განწყობები

BM.GE
02.04.21 23:56
712
როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის ბიზნესის მოლოდინების ინდექსი აჩვენებს, საინვესტიციო აქტივობა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა ჯერ საგრძნობლად ჩამორჩება იმ ტემპს, რაც პანდემიამდე არსებობდა. ამ ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება, 11% კი ვარაუდობს, რომ შემცირდება.

აქ ორი კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ - ერთი, რომ პანდემიის პირობებში, ინვესტიციები ძალიან შემცირებული იყო და შესაბამისად, ზრდაც მაღალი გამოჩნდება და მეორე - შეზღუდვების ხელახალი გამკაცრების პირობებში, ამ გეგმების ცვლილებასაც უნდა ველოდოთ. თვითონ ბიზნესასოციაც აღნიშნავს, რომ კვლევა 2021 წლის პირველი კვარტლის შუა პერიოდში ჩატარდა, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ბიზნესის მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიური იყო.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები