მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა მოგებაზე ფიქრში მორალური სახე არ უნდა დაკარგოს - ლევან ყარალაშვილი

64759def2dfe5
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.23 10:00
2043
„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ყარალაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომით მიღებული შესაძლებლობის გამოყენებისას მორალური ზღვარის დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

ლევან ყარალაშვილი თვლის, რომ პოლიტიკა და მორალი აცდენილი საკითხებია, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინას უჭერს მხარს, რაც ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება. „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესმა მოგებაზე ფიქრში მორალური სახე არ უნდა დაკარგოს.

„ხშირად გამიგია, რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ, შეიძლება ითქვას, რომ სამართებლის პირზეც დავდივართ. პოლიტიკა და მორალი საკმაოდ აცდენილი საკითხებია და ეს დრომაც გვანახა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს კარგად ხედავს, რა მდგომარეობაა მეზობლებში და უკრაინის გამარჯვებას მორალურად მხარს უჭერს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება. ამ ჭრილში, ალბათ, არანაირი სურვილი არ მაქვს ჩვენი ხელისუფლების „ფეხსაცმელებში ვიყო“, რადგან ძალიან რთული პროცესია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური სახე არ უნდა დავკარგოთ. ძალიან ხშირად მოგებასა და ფინანსურ თემაზე უარი გვითქვამს, რადგან პრინციპი ჩვენს მორალურ ღირებულებებს, რომელიც ეთიკაში გაგვაჩნდა, არ შეესაბამებოდა.

ეს ყველას მოეთხოვება, თუმცა მოთხოვნის დოზა სხვადასხვაა. საზოგადოებრივად, რომ შევხედოთ, რადგან პოლიტიკოსებს უფრო მეტი კომუნიკაცია აქვთ ხალხთან, მათ თავისი მორალური ბალანსის ნაკადი უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ყარალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები