მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესმა სიმართლის თქმა უნდა ისწავლოს“ - ჩოჩელი ივანიშვილის წასვლაზე

5ffdd073c3567
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.21 10:15
1329
„ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს“ - ასე შეაფასა პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა კერძო სექტორში დღეს არსებული რეალობა. ბიზნესმენი ცეზერ ჩოჩელი მილიარდერის ამ შეფასებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ფავორიტიზმი ყველა ხელისუფლების დროს იყო.

„მე არ ვიცი მისი წასვლა რას ნიშნავს და ვერ ვხვდები წავიდა, თუ დარჩა. რაც შეეხება ბიზნესში ფავორიტიზმს, მინდა, გითხრათ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს ბიზნეს ასოციაცია და დღესაც იმ ასოციაციის წევრების დაახლოებით, 90% ისევ ისინი არიან, ვინც ადრე იყვნენ. შევარდნაძის პერიოდში ისინი ამბობდნენ, რომ ის პერიოდი ბიზნესისთვის საუკეთესო იყო, "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაარჩინა ბიზნესი და ახალ რეალობაში ბიზნესის გადარჩენას მმართველ ძალას მიაწერენ. დღევანდელ რეალობაში ბიზნესი ალბათ ხმას ამოიღებს მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა სათავეში, ეს მანკიერი მხარეა. 90-იანებში ბიზნესის ფორმირებისას ბიზნესის საჭიროებებზე საუბარი აუცილებელი იყო, ბიზნესის პრობლემებზე საუბარი ახლაც საჭიროა. იყვნენ ადამიანები, ჩემი ჩათვლით, ვინც ყოველთვის საუბრობდა პრობლემებზე.

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხელისუფლების ქებით არიან დაკავებულნი, ქვეყნის სათავეში ახალი ძალის მოსვლის შემთხვევაში, მათ დღევანდელ მანკიერ მხარეებზე დაიწყებენ საუბარს. აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ბიზნესმა სიმართლის თქმა უნდა ისწავლოს, თუ გვინდა ქვეყნის წინსვლა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება, დღევანდელ ხელისუფლებას იმ მანკიერ მხარეებზე, გადაცდომებსა და არასწორ მიდგომებზე უნდა ვესაუბროთ, რომელიც დღეს არის. თუნდაც ეს იყოს  ტარიფების ზრდა, თუნდაც ის, რომ ქვეყანაში ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია და ვიღებთ შრომის კოდექსს, რომელიც აზარალებს მოსახლეობას და დამსაქმებელს“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა და დასძინა, რომ იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, ჯერ უნდა შეიქმნას ბაზა და შემდგომ უნდა წავიწიოთ კანონმდებლობის სრულყოფისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები