მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურას სამკურნალოდ ვენაში წასვლის ნებართვას სთხოვს

5e457cc9650ca
თამთა ჯიჯავაძე
13.02.20 20:39
1472
ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურას სამკურნალოდ ვენაში წასვლის ნებართვას სთხოვს. ამის შესახებ bm.ge-ს ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი განცხადება დღეს თავად შეიტანა პროკურატურაში.

„რამდენიმე საათის წინ შევიტანე განაცხადი პროკურატურაში. საუბარია 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით პერიოდზე. იქიდან მოთხოვნაა, რომ უნდა ჩაბრძანდეს ავთო წერეთელი ვენაში კარდიოლოგიური კვლევებისთვის. პროკურატურაში წარვადგინეთ აქაური სამედიცინო დოკუმენტაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ავაიაბილეთი. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვინაიდან როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, სხვა მოლოდინი არ გვაქვს. პასუხი სავარაუდოდ, ხვალ ან ორშაბათს გვეცოდინება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ავთანდილ წერეთელი, რომელიც „tv პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამაა, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის გამოც, ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

პროკურატურა ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები