მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" 50%-ს ყიდის

639854456f3f5
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.22 14:33
2127
2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა, ე.წ. "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა. 

დღეს ბიზნესმენის კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხიდაშელი მზადაა ობიექტის 50% გაყიდოს. საინვესტიციო შეთავაზებაში არაა დაკონკრეტებული რამდენი მილიონი ლარი იქნება 'რიყის დოქების" საწყისი ღირებულება.

"რიყის დოქების" სარეალიზაციო განაცხადი:

"შპს GLOBAL VICTORY TRUST (რეგისტრირებული 08/07/2016წ. ლუქსემბურგის ბიზნეს რეგისტრაციის მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი # B207335, იურიდიული მისამართი: 6757, ლუქსემბურგი, გრევენმახერი, მოზელეს ქუჩა # 3), რომლის საკუთრებაშია ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით შეძენილი უძრავი ქონება: „ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი № 65/061) არსებული 14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აკეთებს შეთავაზებას, აღნიშნული ქონების 50 %-ს გასხვისებაზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 მარტს გამართული №256 ელექტრონული აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

მსურველი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში გამოცდილება და შეთანხმების შემთხვევაში წარმოადგენს განსახორციელებელ საინვესტიციო თანხაზე საბანკო გარანტიას, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეუძლია გამოაგზავნოს წერილი კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@gvgholding.ge, სადაც აღწერილი უნდა იყოს დაინტერესებული პირის (ფიზიკური/იურიდიული) განხორციელებული პროექტები, გამოცდილება და ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეთავაზება ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,"- ნათქვამია სარეალიზაციო განაცხადში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები