სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა “StopCoV ფონდის” მხარდასაჭერად 500 000 ლარი ჩარიცხა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები საჩუქრად გადასცა.
"COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგი” და მასში შემავალი კომპანიები ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებენ, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA”, რომელიც სადაზღვეო ბაზარზე წლის დასაწყისიდან ოპერირებს,"- ნათქვამია ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჰოლდინგი” და ჰოლდინგში შემავალი კომპანიები მიესალმებიან აღნიშნული ფონდის შექმნას, რომლის მიზანია, კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირება და რესურსების სწორად გადანაწილება და ვთვლით, რომ ეს არის გაერთიანებული ძალისხმევისთვის ეფექტიანი საშუალება და სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ მეტად დროულ ინიციატივაში მთავრობის მხრიდან”-აცხადებენ ჰოლდინგში.
დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ StopCov-ის ფონდში ექვს მილიონ ლარამდე არის უკვე შეგროვილი.