მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენმა სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან ვიდეოჩართვა გამართა

5ebd1817c9919
ინგა მურუსიძე
14.05.20 14:44
928
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ვიდეო ჩართვის საშუალებით სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის
შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

როგორც BM.GE-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ვიდეო ჩართვაში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე და დარგის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მათივე ინფორმაციით, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც დარგის სამუშაო სპეციფიკა ასევე, მათი შენიშვნები.

ვიდეო-ჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სილამაზის სალონების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სილამაზის სალონებისთვის და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული რეგულაციები სამუშაო სივრცეში კორონავირუსის პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება ყველა სილამაზის სალონისთვის და ესთეტიკის ცენტრისთვის სავალდებულოა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან და კერძო სექტორთან. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა სილამაზის სალონების ფედერაციასთან და ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები და სტანდარტები. სტანდარტებში სრულად არის ასახული აღნიშნული დარგის ის პრაქტიკა, რეალობა და საჭიროებები, რაც შესრულებადია ბიზნესის მიერ და ხელს შეუწყობს დარგის სწრაფად გახსნას და ეფექტურად მუშაობას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები