მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის

5f292b71a984b
BM.GE
04.08.20 13:32
1059
ტერაბანკის მობაილბანკი, რომელიც ბიზნესკლიენტებისთვისაა განკუთვნილი, კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდა. ამიერიდან მის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილური ტელეფონით კიდევ უფრო მეტი საბანკო ოპერაცია აწარმოონ და ყველა იმ სერვისით ისარგებლონ, რომლებიც ტრანზაქციების შესასრულებლად სჭირდებათ.

ბიზნესკლიენტებისთვის განკუთვნილი მობაილ ბანკის ფუნქციებს შორისაა სალარე და სავალუტო გადარიცხვები, ტრანზაქციების დადასტურება, ნაშთების შემოწმება, საკრედიტო პროდუქტებზე ინფორმაციის მიღება, ამონაწერის გენერირება, საკრედიტო ხაზის მართვა, ათვისება და დაფარვა, ბანკში შეტყობიბებების გაგზავნა, კომუნალური გადახდები და სხვა.

„მოსახერხებელი და კომფორტული დისტანციური სერვისების შეთავაზება თუ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ტერაბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვფიქრობთ, ბიზნესკლიენტების საქმიანობაში ჩვენი მოსახერხებელი და მრავალფუნქციური მობაილბანკი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკმა ბიზნესკლიენტებს მათთვის განკუთვნილი მობაილბანკი მიმდინარე წელს შესთავაზა. მისი მრავალფეროვანი ფუნცქიონალი მთლიანად მომხმარებლების სურვილების საფუძველზე შეიქმნა. მობაილბანკი ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები