მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესს აწუხებს არაკომპეტენტური ხელისუფლება“ - ბადრი ჯაფარიძე ბიზნესგარემოზე

639eac1f9a39d
თელარა გელანტია
18.12.22 09:40
607
“ბიზნესს არაკომპეტენტური ხელისუფლება აწუხებს“, - ეს განცხადება თიბისის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ბიზნესის განწყობებსა და ზოგადად, კერძო სექტორის როლზე საუბრისას გააკეთა.

- თქვენი აზრით, ზოგადად, ბიზნესის ხმა უფრო ხმამაღლა ხომ არ უნდა ისმოდეს ქვეყანაში?

- ჩვენი ამოცანააა და პოლტიკაშიც ამიტომ ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შიშის სინდრომი გადავალახინოთ ბიზნესს, მეწარმეებს, რომ ისინი თუ რამე კრიტიკულს იტყვიან, <პრობლემები არ შეექმნებათ>.

- ბევრი მეგობარი გყავთ ბიზნეში, არის შიშის სინდრომი?

- სამწუხაროდ, არის... მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარძის დევნას როცა დაიწყებს მთავრობა... როდესაც ამდენ თავდასხმას დაინახავს მეწარმე, რას იფიქრებს?! – „მეც იგივე არ დამემართოს, ამიტომ სჯობს, ხმა არ ამოვიღო და ჩუმად ვიყოო“. ჩვენ გვინდა, რომ ამ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს გარემოც შევცვალოთ და ყველას შეეძლოს მთავრობის ღია კრიტიკა, როცა გასაკრიტიკებელია და არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ ხვალ პროკურატურა დაადგება თავზე ან ზეგ საგადასახადო ორგანო მოიფიქრებს რაღაცას, მასზეგ პოლიტიკოსები დაესხმიან თავს და ა.შ. ამის შიში უნდა გავაქროთ.

- ვინ უნდა გააბედინოს ბიზნესს ეს სითამამე?

- როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და გვეყოლება ნამდვილად დემოკრატიული და კოალიციური მთავრობა, პირველი ამოცანა იქნება, მეწარმეებში შიშის გაქრობა.

- ამ ოცნების ახდენა დუმილით მოხდება? უფრო მეტი ხომ არ უნდა იხმაუროს და იაქტიუროს ბიზნესმა, მედიამ, ოპოზიციამ?

- ყველამ უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი თავისით გამოსწორდება. არაფერი თავისით არ გამოსწორდება. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. უნდა იაქტიუროს არჩევნებზე და შეცვალოს ეს მოცემულობა. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადოთ - არა. უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში სამაგიეროს გადახდა და რევანში. ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ ბიზნესგარემო. პირველ რიგში, ამისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობის დამკვიდრება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და რაც მთავარია, ბიზნესისთვის ღიად თქმა, რომ „გაგვაკრიტიკეთ, როცა ხედავთ, რომ გასაკრიტიკებლები ვართ; ამისთვის თქვენ არავინ დაგესხმებათ თავს“ და ამის მაგალითი ბიზნესს სწორედ ხელისუფლებამ უნდა მისცეს. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი ამოცანა იქნება, ადამიანებს გადავალახინოთ შიშის სინდრომი, რათა თავისუფლად და ღიად შეეძლოთ საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია, რომელსაც ბიზნესსექტორი ეჯახება და აკრიტიკონ ხელისუფლება, როცა ამის საჭიროებას ხედავენ.

- ბიზნესი ძალიან იშვიათად საუბრობს პრობლემებზე ხმამაღლა... ბევრი მეგობარი გყავთ ბიზნესში, რაზე გესაუბრებიან, რა აწუხებთ - მათი მთავრი პრობლემა რა არის?

- პირველ რიგში, ბიზნესს აწუხებს არაკომპეტენტური ხელისუფლება, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე სრულიად არაკომპეტენტურია ეკონომიკაში და ანგარიშვალდებულია არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის მიმართ.

- ამას ბიზნესმენები ამბობენ?

- მათ შორის ბიზნესმენებიც <ამბობენ> ... <ბიზნესს ასევე აწუხებს ის>, რომ სასამართლო არის სრულიად დაქვემდებარებული „ქართული ოცნებისადმი“ და თუკი პოლიტიკური ნებაა, რომ კონკრეტული ადამიანი იდევნოს, მაშინ შესაბამის განკარგულებას იღებს შერჩეული მოსამართლე და ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის სრულიად აბსურდულსაც, როგორიც იყო ჩვენი <ხაზარაძე-ჯაფარიძის> საქმის შემთხვევაში. ასეთი პრეცედენტები კი აფრთხობს უცხოურ ინვესტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები