მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის გამო $5 ტრილიონს დაკარგავს

5e8ef11e18f15
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 14:30
1102
ახალი კორონავირუსის პანდემია გლობალურ ეკონომიკას 5 ტრილიონ დოლარზე მეტს დააკარგვინებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში - როგორც უოლ სტრიტის ბანკები აცხადებენ, მსოფლიო ეკონომიკაში იქნება ისეთი რეცესია, რომელიც 1930 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად უპრეცენდენტო ფისკალური და ფინანსური სტიმულებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი წინა კრიზისულ პერიოდს 2022 წლამდე დაუბრუნდეს.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება World Trade Organization-მაც გააკეთა, ოფიციალურ მიმართვაში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პანდემიამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადის უფრო ღრმა გაუარესება, ვიდრე ომის შემდგომი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის პროგნოზებს უახლოეს მომავალში გაგვაცნობს.

გამოცემა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო 1 მილიარდზე მეტი ადამიანი სამუშაოს დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფება, ხოლო მილიონობით მათგანს ხელფასები შეუმცირდება.

„თუ განვითარებადი ქვეყნები ივნისის თვიდან არ დაიწყებენ რეცესიიდან გამოსვლას, სავარაუდოდ, პროცესი გლობალურად უფრო გახანგრძლივდება და აზიის და ლათინური ამერიკის კრიზისებს დაემსგავსება“,- განაცხადა Blackstone Group Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ შვარცმანმა Bloomberg-თან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები