Boeing-ის 27,000 თანამშრომელი კომპანიის ქარხანას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ისინი საქმიანობას 24 აპრილიდან შეუდგებიან, მანამდე კი, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველანირი ზომა იქნება მიღებული.
Boeing-ი აცხადებს, რომ კომპანია მუშაობას განახლებული რეჟიმით შეუდგება - შემცირებული იქნება სამუშაო საათების განაკვეთი, დაცული იქნება თანამშრომლებს შორის დისტანცია როგორც - შენობაში, ასევე, შენობაში შესვლისას და მისი დატოვებისას. თანამშრომლებს დისტანცირების დაცვაში დაეხმარება სპეციალური სტიკერები, რომელიც ქარხნის იატაკზე განთავსდება.