Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის მალენბურგი თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოში განაცხადეს, ეს ნაბიჯი „აუცილებელი იყო კომპანიის ნდობის აღსადგენად“.
მას Boeing-ის თავმჯდომარე დევიდ კალჰუნი ჩაანაცვლებს.
მალენბურგის გადაყენების მიზეზი Boeing-ის ორი თვითმფრინავის ავიაკატასტროფა გახდა. შეგახსენებთ, 737 Max-ის მოდელის თვითმფრინავების კატასტროფის შემდეგ აღნიშნული მოდელის ლაინერების ფრენა შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიაში განაცხადეს, რომ 737 Max-ის მოდელის თვითმფრინავების წარმოებასაც შეაჩერებენ.