მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისში მრავალპროფილური კოლეჯი შენდება - ბიუჯეტი 7 მლნ ლარია

649ae4c609327
ნინო ჩიბჩიური
27.06.23 23:55
590
ბოლნისში 150 მოსწავლეზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი შენდება, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 7 მლნ 54 ათას ლარს დახარჯავს. პარლამენტარის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს მალე ადგილზე, სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა გამოწვევას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მიმაჩნია, რომ პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება, სოციალური დაცვის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადება - გადამზადება და დახმარება დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება“,-აღნიშნა დეპუტატმა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლებლის ეზოში ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორიის მთლიანი ფართი 11 275 კვ.მ-ს შეადგენს, აქედან უშუალოდ სასწავლებლის შენობა 2732.9 კვ.მ-ს მოიცავს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მედმშენი“ ასრულებს. რომელსაც თანხის 33% უკვე მიღებული აქვს. საგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 23 მარტამდე უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, სწორედ მომავალი სასწავლო წლისთვის შეძლებს ახლად აშენებული სასწავლებელი ფუნქციონირების დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები