მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო 20 დღეში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა”- ასოციაცია

6230a7660b5ee
ანუკა ჯოხაძე
16.03.22 00:14
1474
უძრავი ქონების აგენტები საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბოლო 20 დღეში მოთხოვნა 50%-ით მაინც არის გაზრდილი.

როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ბესიკ ქავთარაძე აცხადებს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად დაკორექტირდა ფასებიც, რომელიც ცენტრალურ უბნებში კვადრატულზე დაახლოებით 100 დოლარით გაიზარდა.

მისივე თქმით, რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს ძირითადად ცენტრალურ უბნებში ეძებენ.

ამასთან, ქავთარაძე ამბობს, რომ საცხოვრებელისგან განსხვავებით ამ ეტაპზე კომერციული ფართების მოთხოვნის მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება. თუმცა მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რამაც არ არის გამორიცხული, რომ კომერციული უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასიც გაზარდოს.

“ვაკე-საბურთალოზე კომერციულ ფართების კვადრატულის ქირის ღირებულება 12-17$-ია. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ცვლილება ფასებში არ შეიმჩნება. თუ უცხოური ინვესტიციების შემოდინება იქნება, ფასი გაიზრდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარი ვერ გაუძლებს და ფასიც მოიმატებს. როგორც ეს საცხოვრებელი ფართების შემთხვევაში მოხდა. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში გაზრდილია ფასი, არის შემთხვევები, რომ თავად მეპატრონეებს არ აქვთ სურვილი საცხოვრებელი ფართი გააქირაონ. პროცენტულად რომ ვთქვათ, 50%-ით გაიზარდა საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. ძირითადად ცენტრალურ უბნებზეა მოთხოვნა: ვაკე, საბურთალო და ჩუღურეთი", -ამბობს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ბესიკ ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები