მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო დროს სახელმწიფო გააქტიურდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით პოლიტიკას გადახედოს - ნიკა გამყრელიძე

627ec34a76b4a
ალა ისპირიანი
15.05.22 15:00
1131
ბოლო დროს სახელმწიფო გააქტიურდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით პოლიტიკას გადახედოს - ამის შესახებ “საქართველოს კაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკაში” ენერგეტიკასა და განახლებად ენერგიებზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ განახლებად ენერგიაში ვართ. ერთი ქარის სადგური და რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური გვაქვს. ასევე რამდენიმე ადგილას ნებართვების მისაღებად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვეა სახელმწიფო უფრო გააქტიურდა იმ კუთხით, რომ ენერგეტიკის მიმართულებით პოლიტიკას გადახედოს, რადგან რეალურად დეფიციტი [ელექტროენერგიის] იზრდება და კიდევ გაიზრდება.

რაც უფრო მეტად შევქმნით ჩვენთვის პროდუქტს მით უფრო ნაკლებად ვიქნებით ჩვენს მეზობელზე დამოკიდებული. ამ მხრივ იმედია სწრაფად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.
პოლიტიკა უფრო განჭვრეტადი უნდა გახდეს, უნდა დავინახოთ სად ვიყოთ 3-4 წლის შემდეგ, რომ მაგის მიხედვით დავგეგმოთ ინვესტირება“, - განაცხადა ნიკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები